суббота, 19 декабря 2009 г.

პროექტი



1.პროექტის სათაური :თბილისი,ფიროსმანი,მუსიკა"
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:პროექტის მონაწილენი იკვლევენ,რამდენად პოპულარულიანიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება მათ თანატოლებში. იყვნენ ნიკალას სახლმუზეუმში,/თბილისი,ფიროსმანის ქუჩა/,ნახატების გალერეაში,გამოუშვეს კედლის გაზეთი,მოიძიეს გასული საუკუნის ქალაქური სიმღერები,ვიკიპედიაში გაეცნენ მხატვრის ბიოგრაფიას.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად.პირველი ჯგუფი გაეცნო ცნობილ ქართველ მხატვართა რეცენზიებს ფიროსმანის ნახატებზე, ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია ფიროსმანის ნახატების "ბედზე".მეორე ჯგუფმა გამოუშვა კედლის გაზეთი,მოაწყვეს ფიროსმანის ნახატების რეპროდუქციების საკლასო გამოფენა,სწავლობენ ლ.ასათიანის ლექსს "არ ვიცი,ასე რამ შემაყვარა". მოსწავლეები მოიძიებენ იმ "აბრების" ფოტო მასალას,რომლებსაც ფიროსმანი ამზადებდა დუქნებისთვის.ჩაწერენ და გამოსცემენ CDდისკს,გააკეთებენ ფოტოგალერეას Googl-ში/როგორ ეცვათ ფიროსმანის თანამედროვე თბილისელებს/
4.მონაწილეთა ასაკი:9-10 წელი
5.ვადები:2თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოხდება კვლევის შედეგად მოძიებული მასალის შეჯამება,გაიმართება დისკუსია. გაზეთის გამოსაშვებად საჭირო იქნება მხატვრის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება და კითხვა. გაზეთის დიზაინის და სტილის შექმნა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება, შეიქმნას:ნიკო ფიროსმანის პოპულარიზაცია თანატოლებში,მოსწავლეები გაიწაფებიან ინფორმაციის მოძიებასა და კვლევაში, კომპიუტერთან მუშაობაში,მიეჩვევიან თანამშრომლობას,მიიღებენ პროექტის მომზადების გამოცდილებას.
8.სარგებელი სხვებისთვის:მიღებული გამოცდილებით დაეხმარებიან სხვებსაც.ელექტრონული ვერსია ნიკალას შესახებ,სკოლის და კლასის რეკლამირება. შექმნილი იქნება ამ პროექტის ვიდეო მასალა,რომელიც დაიდება"Youtube-"ზე
9.სამუშაო ენა:ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან:არა
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში:მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა. სასარგებლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-ბიბლიოთეკა, ინტერნეტი.მხატვრული ტექსტის გაგება,მსჯელობის უნარის განვითარება,კვლევის ჩატარება,დისკუსიაში მონაწილეობა, მოკვლეული მასალის ანალიზის უნარის ჩამოყალიბება.
12.პროექტის ფასილიტატორი:თ.ძიძიგური
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tinatsima@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:tinatsimablogspot.com